ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში აქციები გრძელდება, საკანონმდებლო ორგანოსთან პოლიციაა მობილიზებული

Reuters

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო საბჭოს შნობასთან პოლიციაა მობილიზებული. აქტივისტები შენობასთან აქციას გეგმავენ. მიზეზი კანონპროტექტის განხილვაა, რომლითაც ჩინეთის ჰიმნის უპატივცემულობა დასჯადი გახდება. მისი დამტკიცების შემთხვევაში მათ, ვინც ჰიმს შეურაცხყოფს $6 450 ოდენობის ჯარიმა ან 3-წლამდე პატიმრობა დაემუქრებათ. ამავე კანონპროექტის მიხედვით ჰონგ-კონგის სკოლებში სავალდებულო გახდება მისი სწავლება.

პოლიციამ საკანონმდებლო შენობის გარშემო 2-მეტრიანი ბარიერი აღმართა, რომელიც წყლითაა სავსე. მათ უკვე დააკავეს 16 პირი.

ქალაქის სხვა ნაწილებში მომიტინგეებმა ქუჩები ნაგვის ურნებით და სხვა საგნებით ჩახერგეს. აქციები იგეგმება სხვადასხვა უბანში.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მიმდინარე თვეს განახლდა. მიზეზი ჩინეთის გეგმაა მიიღოს ახალი კანონები ჰონგ-კონგში, რომელიც აკრძალავს სეცესიას, ნებისმიერ საგარეო ჩარევას, ტერორიზმს და ყველა ქმედებას, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული. პეკინს ახალი კანონებით ჰონგ-კონგში უსაფრთხოების სააგენტოების დაარსება შეეძლება. ამ ყველაფრით კი ჰონგ-კონგს, რომელსაც 1997 წლის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" შეთანხმებით, ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე ემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგის მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

24 მაისს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ, ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგის ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონპროეტების შესახებ განაცხადა, რომ ისინი ქალაქის მაღალი ხარისხის ავტონომიაზე, ჰოგ-კონგში მცხოვრებლების უფლებებსა და თავისუფლებებზე და ინვესტორთა ინტერესზე გავლენას არ იქონიებს. 

მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიმართულია იმ მოქმედებების მიმართ, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებას. მისივე განცხადებით, ჰონგ-კონგის საკითხი ჩინეთის შიდა საქმეა და საგარეო ჩარევას არ აიტანს.

ვანგ იმ ხალხს უთხრა, რომ მათ დარდის ნაცვლად მეტად უნდა სჯეროდეთ ჰონგ-კონგის მომავალი სტაბილურობის.

პეკინის საპირისპიროდ, დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ ეს "ჰონგ-კონგის სიკვდილი იქნება".

24 მაისს ჰონგ-კონგში ჩინეთის ახალი კანონპროექტების საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ჰონგ-კონგში ხელისუფლების სათავეში პეკინის მომხრე უმრავლესობაა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მძლავრი რეაქცია ექნება, თუ ჩინეთი თავის გეგმას მიჰყვება და ჰონგ-კონგის ახალ ეროვნული უსაფრთხოების კანონებს მიიღებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს, განცხადებით, ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს ტერიტორიის სპეციალურ ეკონომიკურ სტატუსზე. ევროკავშირმა ჩინეთს მოუწოდა, პატივი სცეს ჰონგ-კონგის ავტონომიას.

კომენტარები