კარლოვი ვარის კინოფესტივალი

კარლოვი ვარის ფესტივალის პროგრამას ჩეხეთის კინოთეატრებში აჩვენებენ

Wikipedia

ახალი კორონავირუსის გამო კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს არ გაიმართება. 

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით კინოფესტივალის პროგრამაში მოხვედრილი ფილმების ნაწილი ჩეხეთის კინოთეატრებში გაეშვება.

აქცია ჩეხეთის 80 ქალაქს მოიცავს და 3 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

ჩეხეთის კურორტი კინოფესტივალს 1946 წლიდან მასპინძლობს. 2014 წელს გიორგი ოვაშვილის ფილმმა სიმინდის კუნძული, უმაღლესი ჯილდო ბროლის გლობუსი მოიპოვა.

კომენტარები