გახარია პარლამენტში

ზალკალიანი: პრემიერის დღევანდელი გამოსვლა იყო ყოვლისმომცველი

საქართველოს მთავრობა

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის შეფასებით, გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლა იყო ყოვლისმომცველი და შეეხებოდა ყველა ძირითად მიმართულებას. მისი თქმით, კორონავირუსის კრიზისის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ადეკვატურ ნაბიჯებს დგამდა და ამაზე შედეგებიც მეტყველებს. 

მისივე თქმით, თუკი საქართველოს შედეგებს სხვა ქვეყნებს შევადარებთ, საქართველო ამ მხრივ ლიდერია. 

„ყველაფერი, რა თქმა უნდა, შედარებითია. თუკი ჩვენ შევადარებთ საქართველოს შედეგებს იმ შედეგებს, რომლებიც არის წარმოდგენილი თუნდაც რეგიონში, ჩვენ ამ მიმართულებით ვართ ლიდერები. ასევე აღმოსავლეთ ევროპაში.

ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ პოლიტიკა, რომლესაც ქვეყნის ხელისუფლება, მთავრობა, საკოორდინაციო საბჭო, ჯანდაცვის სისტემა, ეკონომიკის სამინისტრო და სამართალდამცავი სტრუქტურები ახორციელებდნენ ამ მიმართულებით, იყო სწორი და ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი პოლიტიკა კორონავირუსის პრევენციასთან მიმართებაში იყო სწორი. 

საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს, პრემიერის გამოსვლა იყო ყოვლისმომცველი, შეეხებოდა ყველა ძირითად მიმართულებას, პირველი დღიდან დაწყებული, რომელიც ჩვენი მოსახლების უსაფრთხოებისკენ იყო მიმართული. ფაქტი სახეზეა და შედეგების მიხედვით უნდა იმსჯელოს საზოგადოებამ“, - თქვა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები