საგანგებო მდგომარეობა

გახარია: ერთმნიშვნელოვნად უნდა გვესმოდეს, ვერავის მოვუწოდებთ ჯარიმების გაუქმებას

პარლამენტი

"ვერავის მოვუწოდებთ ჯარიმების გაუქმებას, ეს ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რადგან შემდგომში ამ ინსტურმენტების შემაკავებელი ძალა უბრალოდ არ იმუშავებს", - ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისათვის ჯარიმების გაუქმების თაობაზე.

პრემიერმინისტრის განმარტებით, ეს საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივაა და ვერანაირი მიტითებას, "მითუმეტეს დირექტიულს", ვერ გასცემს. მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობისას დადგენილი ჯარიმები მთავრობისთვის შემაკავებელი ინტრუმენტი იყო და როგორც პრემიერმინისტრი განმარტავს, ეს შემაკავებელი ინსტრუმენტი მთავრობამ ეფექტურად გამოიყენა.

"დაჯარიმებული მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც სხვადასხვა სახის სერიოზული შეზღუდვა დაარღვიეს, იყო 9 000. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება და არავინ იცის, თუ როდის დაგვჭირდება ასეთი შემზღუდავი ინსტუმენტების გამოყენება კიდევ როდის და რა მოცულობით მოგვიწევს. ამიტომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა მგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვერავის მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას, ეს ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რადგან შემდგომში პრევენციის ძალა, ამ ინსტურმენტების შემაკავებელი ძალა, უბრალოდ არ იმუშავებს", - ამბობს გახარია.

ევროპული საქართველოს მოსახლოებისათვის ჯარიმების ჩამოწერას ითხოვს, რადგან, როგორც გიგა ბოკერია განმარტავს, საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისათვის ჯარიმები უსამართლოდ და შერჩევითად იწერებოდა.

ევროპული საქართველოს მოსახლეობისათვის საგანგები მდგომარეობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერის ინიციატივით რამდენიმე დღის წინ გამოვიდა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 23 მაისამდე მოქმედებდა. წესების დარღვევა კი ფიზიკური პირის შემთხვევაში 3 000 ლარიან, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 15 000 ლარიან ჯარიმას ითვალიწინებდა.

საგანგებო მდგომარეობის დროს პოლიციამ დაახლოებით 22 მილიონის ჯარიმები გამოწერა.

კომენტარები