კორონავირუსი საქართველოში

გახარია: ოთარ ფარცხალაძე საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის დაჯარიმდა

ლევან ხაბიეშვილი

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მტკიცებით, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის დაჯარიმდა. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში, ევროპული საქართველოს დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის კითხვაზე პასუხისას თქვა.

"ფარცხალაძის მაგალითზე რა კომენტარი უნდა უნდა გაეკეთებინათ? დააშავა, დაჯარიმდა, გადაიხადა. ეგეთები ბევრი დაჯარიმდა. 9 000 ჯარიმა იყო. დიახ, რა თქმა უნდა, დაჯარიმდა. მკითხეთ და არ მიპასუხეთ? რა თქმა უნდა, დაჯარიმდა. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, დააშავა? დაჯარიმდა" - თქვა გახარიამ.

იმ დროს, როცა მანქანებით მოძრაობა აკრძალული იყო, ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ქუჩებში მანქანით გადაადგილდებოდა. ვიდეო ენმ-ის წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა გადაიღო.

ფარცხალაძე ამ ეტაპზე თანამდებობას არც ერთ საჯარო უწყებაში იკავებს.

კომენტარები