8 მარტის შეთანხმება

"პოლიტპატიმრები არ გვყავს" - გახარიას პასუხი ბოკერიას კითხვაზე კრიზისის დასრულებაზე

0 კომენტარი

პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში გამოსვლისას "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას, კითხვებსაც უპასუხა.

გიგა ბოკერიამ გიორგი გახარიას ქართული ოცნების ლობისტების მიერ აშშ-ში გაგზავნილი წერილის შესახებ ჰკითხა, სადაც ეწერა, რომ "პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებისთვის, როცა კრიმინალური დანაშაულისათვის მსჯავრდებული ორი ოპოზოციური პოლიტიკოსი შეიწყალა". 

ლობისტების მიერ გაგზავნილი წერილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

"ანუ აღიარებითი ჩვენება გაქვთ აქ პირდაპირ და თან ამას აღიარებთ, თან ბოლო პოლიტპატიმრის, რომელსაც თქვენ პოლიტპატიმრად არ თვლით და ნუ თვლით, კი ბატონო, გამოშვება არ გინდათ და გინდათ, კრიზისი შეინარჩუნოთ და ამიხსენით, როდის იტყუებოდით, ამ წერილის დროს?", - ჰკითხა გიგა ბოკერიამ.

"ლობისტებთან დაკავშირებით თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ეს ჩვევაა, თუ ჩვენება, საერთოდ ღიმილისმომგვრელია, თუმცა გავითვალისწინებ", - უპასუხა გიორგი გახარიამ გიგა ბოკერიას კითხვას ქართული ოცნების ლობისტების მიერ აშშ-ში წერილის გაგზავნის ნაწილში.

გიგა ბოკერიამ გიორგი გახარიას ასევე ჰკითხა, რატომ არ აქვს მას პოლიტიკური კრიზისისას და პოლიტმატიმრების საკითხის დასრულების ინტერესი.

გახარიამ კვლავ გაიმეორა, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან და გადაწვეტილებებს სასამართლო იღებს. ხოლო პოლიტიკური კრიზისი დასრულდება მაშინ, როდესაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი დადგება.

"აი, იქ გამოჩნდება ვინ როგორ პოზიციას დაიჭერს და ვინ არის ამ პოლიტიკური კონსენსუსის, მშვიდობის, ნორმალური და არაპოლარიზებული საარჩევნო გარემოს მომხრე და ვინ დგამს ნაბიჯებს პირიქით დესტაბილიზაციისა და პოლარიზაციის მიმართულებით", - ასე უპასუხა უპასუხა გიორგი გახარიამ გიგა ბოკერიას კითხვას.

პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების გამოშვება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების ნაწილია, რასაც ხელისუფლება საჯარო კომუნიკაციაში უარყოფს. ოპოზიცია კი შეთანხმების სრულად შესრულებამდე საარჩევნო სისტემაში ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს.

ნახეთ გიგა ბოკერიას კითხვა სრულად:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები