საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

კარასინი ლუგარის ცენტრზე: ამ საკმაოდ მგრძნობიარე საკითხზე მკაფიო პასუხი არ მიგვიღია

kommersant.ru

"ლუგარის კვლევით ცენტრში რუსი ექსპერტების ვიზიტის შესახებ თბილისში საჯარო პირების მიერ გამოთქმული მზაობა ოფიციალური თბილისის პოზიციებით არ არის გამყარებული" - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო, ТАСС-სთან საუბარში გრიგორი კარასინი აცხადებს.

კარასინი რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი და 2013 წლიდან საქართველოსთან ურთიერთობების ოფიციალური წარმომადგენელია. კარასინის თქმით, ლუგარის კვლევით ცენტრში რუსი ექსპერტების ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალურ თბილისს არანაირი რეაქცია არ ჰქონია.

"სახელმწიფოებს შორის ოფიციალური მიმოწერა ვერბალური ნოტებისა და ოფიციალური გზავნილების ფორმატით ხორციელდება. მიმართვებით, რომელიც ფორმულირებულია ოფიციალურ დოკუმენტებში და ერთი მხარე გადასცემს მეორეს, ჩვენს ბოლო მიმართვაზე თბილისიდან ჯერჯერობით არანაირი რეაქცია არ მიგვიღია", - ამბობს კარასინი. 

კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთმა საკითხთან დაკავშირებით ქართულ მხარეს 2019 წლის ივნისში მიმართა. "თბილისიდან არანაირი მკაფიო პასუხი, ამ საკმაოდ მნიშვნელოვან და მგრძნობიარე საკითხზე ჯერჯერობით არ მიგვიღია. ამ კონტექსში განსაკუთრებით საყურადღებოა მსოფლიოში შემქნილი მდგომარეობა", - ამბობს კარასინი. 

ამავდროულად, კარასინმა გამოთქვა იმედი, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატში შეხვედრის გამართვა ზაფხულში მოხერხდება. რუსი დიპლომატის თქმით, ვიდეოკონფერენციები პირად შეხვედრას ვერ ანაცვლებს.

ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობა უკვე მერამდენედ მოსკოვის აგრესიული განცხადებების საფუძველია. ლუგარის ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით გასულ პერიოდში არაერთხელ მომზადებულა ყალბი სიუჟეტები რუსეთის სახელმწიფო მედიების მეშვეობით. 

მაგალითისთვის, საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, იგორ გიორგაძემ, გასულ წელს გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, რომ ლუგარის ცენტრში ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით სხვადასხვა ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან. 

ხელახალი ტალღა ლაბორატორიის წინააღმდეგ რუსულ მედიაში პანდემიის ფონზე აგორდა, როდესაც ლუგარის ცენტრი საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი გახდა.

ოფიციალური მოსკოვის განცხადებებს დღეს, 27 მაისს გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო საქართველოში. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან ლუგარის ცენტრის მიმართ აგორებული დეზინფორმაციის კამპანია შემაშმოფეთებელია.

უფრო მეტი ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობისა და ისტორიის შესახებ წაიკთხეთ აქ

კომენტარები