აშშ

NASA და SpaceX კოსმოსში ასტრონავტების გასაშვებად ემზადებიან [LIVE]

0 კომენტარი

27 მაისს NASA და SpaceX კოსმოსში, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გასაშვებად ემზადებიან.

ფლორიდიდან კენედის კოსმოსური ცენტრიდან ელონ მასკის SpaceX-ით NASA-ს ორ ასტრონავტს აშშ-ის დროით 16:33 საათზე (თბილისის დროით 00:33 საათზე) გაუშვებენ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტებს კერძო კომპანიის მიერ შექმნილი ხომალდით გაამგზავრებენ.

2011 წლის შემდეგ აშშ-დან ასტრონავტებს პირველად გაუშვებენ.

NASA-ს ერთერთი ყველაზე გამოცდილი ასტრონავტებისთვის, დუგ ჰარლისა და ბობ ბენკენისთვის, ეს მესამე კოსმოსური მოგზაურობა იქნება.

ოფიციალური პირები ამინდის ცვლილებას ადევნებენ თვალს, რადგან შესაძლოა სქელი ღრუბელი გამოჩნდეს, წვიმა და ჭექა-ქუხილი დაიწყოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები