საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო: სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებისთვის კომპანიის ხელმძღვანელი დავაკავეთ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებისთვის 1 ადამიანი - ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს. 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულს თურქეთიდან იაფფასიანი სარეცხი ფხვნილი შემოჰქონდა, კუსტარულად მოწყობილ საამქროში აფასოებდა და მას "პერსილისა" და "არიელის" სასაქონლო ნიშნით ყიდდა. 

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 10 კილოგრამიან შეფუთვებში მოთავსებული 1 386 ერთეული 'პერსილისა' და 'არიელის' სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული სარეცხი საშუალებები", - წერია განცხადებაში. 

გამოძიება 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები