კორონავირუსი სომხეთში

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 442 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Shannon Stapleton/Reuters

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 442 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირებულია სულ 8 216 ადამიანი, გარდაიცვალა - 128, მათგან 15 - ბოლო დღე-ღამეში.

საქართველოს სომხეთთან საზღვარი ჩაკეტილი აქვს.

მარტში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ ერევანში მდებარე ერთ-ერთი სპორტული დარბაზი საველე საავადმყოფოდ არის გადაკეთებული. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა თქვა, რომ სომხეთის საავადმყოფოები 3 000-დან 4 000-მდე ინფიცირებულს გაუმკლავდებიან. ამის გამო მათ მიდგომა შეცვალეს და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს სახლებში მკურნალობისაკენ მოუწოდებენ.

20 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობას მოუწოდა, სერიოზულად მოეკიდონ კორონავირუსს, რადგან ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები იზრდება:

"ამ ტემპს თუ არ შევცვლით, 29 მაისისთვის კორონავირუსით ინფიცირების 10 000-ზე მეტი შემთხვევა გვექნება, 12 ივნისისთვის 20 000 და ივნისის ბოლოს - 30 000-მდე. ეს ნიშნავს სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდას, რადგან ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გადაიტვირთება და მოსახლეობის დახმარებას ვეღარ შევძლებთ", - თქვა მან.

კომენტარები