ბილი აილიში

ბილი აილიშმა ვიდეო გადაიღო, რომელშიც "ბოდი შეიმინგზე" ისაუბრა

ამერიკელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ბილი აილიშმა ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც საკუთარ სხეულზე, ჩაცმულობაზე საუბრობს და ამის მიმართ ადამიანების დამოკიდებულებას აკრიტიკებს. 

სამწუთიან ვიდეოში Not My Responsibility მომღერალი ტანსაცმელს იხდის, კადრს მიღმა კი მისი ხმა ისმის.

"თქვენ გაქვთ მოსაზრება ჩემს მუსიკაზე, ჩაცმულობაზე, სხეულზე, ჩემსავე მოსაზრებებზე. ზოგი ვერ იტანს, რაც მაცვია, ზოგსაც ძალიან მოსწონს. ვგრძნობ, რომ მიყურებთ, ყოველთვის, თქვენ არაფერი გამოგრჩებათ. ვგრძნობ თქვენს მზერას, თქვენს უარყოფით დამოკიდებულებას... ყურადღებას რომ გაქცევდეთ, ალბათ წინ ვერ წავიწევდი. გსურთ უფრო პატარა და სუსტი ვიყო? გსურთ გამაჩუმოთ? ჩემი მხრები გაპროვოცირებთ? ჩემი მკერდი? ხელი? მუცელი? ფეხები? სხეული, რომლითაც დავიბადე? თქვენ ხომ ეს გინდათ? თუ კომფორტულ ტანსაცმელს ვატარებ, ქალი არ ვარ. ტანსაცმელი რომ გავიხადო, ბოზი ვარ. ჩემი სხეული არასდროს გინახავთ, მაგრამ თავს უფლებას აძლევთ, შეფასებები გააკეთოთ. რატომ? ჩვენ ადამიანებზე შთაბეჭდილებას მათი ზომების მიხედვით ვაყალიბებთ. ნუთუ ჩემი ღირებულება მხოლოდ თქვენს აღქმაზეა დამოკიდებული? თქვენი მოსაზრება - ჩემი პასუხისმგებლობა არ არის"-ამბობს ვიდეოში ვარსკვლავი.

ვიდეო აილიშმა პირველად მარტში, ერთ-ერთ ლაივ კონცერტზე აჩვენა.

 

კომენტარები