სამშენებლო სექტორი

გახარია: მთავრობა მიმართავს ₾150 მლნ-ს, რათა დევნილთა 1800-მა ოჯახმა 3 წლით ადრე მიიღოს ბინა

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ სამშენებლო სექტორის დამხმარე გეგმის წარდგენისას თქვა, რომ მთავრობა დევნილებისთვის სახლების დაჩქარებული წესით აშენებას უზრუნველყოფს.

"მთავრობა მიმართავს 150 მილიონ ლარს წლის ბოლომდე იმისთვის, რომ დააკონტრაქტოს დევნილებისთვის, დამატებით 1800 ოჯახისთვის, სამჯერ მეტი მშენებლობა", - თქვა გახარიამ.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ "ჩვენი დევნილები, დაახლოებით 1800 ოჯახი, სამი წლით ადრე მიიღებს ბინას".

როგორც პრემიერი ამბობს, ამ ნაბიჯით სამშენებლო კომპანიები პირდაპირ დახმარებას მიიღებენ:

"ეს იქნება პირდაპირი დახმარება ლიკვიდობით სამშენებლო კომპანიებისთვის".

სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ფარგლებში მთავრობა ასევე აპირებს, მომდევნო ხუთი წლის მანძილზე 4%-ით დაასუბსიდიროს 2020 წლის ბოლომდე გაფორმებული ყველა იპოთეკური სესხი.

კომენტარები