კორონავირუსი საქართველოში

კალაძე დეველოპერების დახმარებაზე: არ უნდა მივიღოთ ის შედეგები, რაც 2008 წლის ომის შემდეგ

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომი კრიზისის დროს სახელმწიფო სამშენებლო სექტორს არ დახმარებია. მისი თქმით, ახლა მთავრობას სურს, თავიდან აირიდოს მსგავსი შედეგი და "სექტორების ჩამოშლა".

"ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდანაა გადადგმული, ყველა დახმარების პაკეტი მიმართულია იქითკენ, რომ მთელი რიგი სექტორები არ ჩამოიშალოს და არ მივიღოთ ის შედეგები, რაც მივიღეთ 2008 წლის ომის შემდეგ. არის 180 დაუმთავრებელი შენობა 2008 წლის შემდეგ, იყო კრიზისი და არანაირი დახმარება არ ყოფილა ხელისუფლების მხრიდან", - თქვა კალაძემ. 

მერის თქმით, დახმარებების მიზანია, 120 000 ადამიანი სამსახურის გარეშე არ დარჩეს. 

კახა კალაძემ ამის შესახებ დეველოპერებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა, სადაც პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმა წარადგინა. 

პაკეტის ჯამური ღირებულება 434 მილიონი ლარია. კონკრეტულად რა კომპონენტებისგან შედგება დახმარების პაკეტი, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები