The Boys

სერიალის THE BOYS ახალი სეზონის პრომო გამოვიდა - ფოტო

Tech Education

მძაფრსიუჟეტიანი სერიალის The Boys შემქმნელებმა პრომო ფოტო გამოაქვეყნეს, რომელზეც მთავარი გმირები პუბლიკას შუა თითს უჩვენებენ.

შოუ იმავე სახელწოდების კომიქსის ადაპტაციაა, რომელსაც სტრიმინგ სერვისი Amazon ხელმძღვანელობს. სიუჟეტის მიხედვით სამყაროში სუპერგმირები დიდი კორპორაციის მფლობელობაში არიან და ადამიანების გადარჩენაზე მეტად, საკუთარი თავის რეკლამასა და აქციონერების შემოსავლების ზრდაზე არიან კონცენტრირებულნი. იდეალური ფასადის მიღმა ნარკოტიკებითა და სექსით გაჯერებული ბნელი, სასტიკი და სისხლიანი სამყაროა. სუპერგმირების განადგურებას უბრალო მოკვდავების ჯგუფი ცდილობს, რომელსაც ბილი ბაჩერი ხელმძღვანელობს.

ახალი სეზონის პრემიერა 2020 წელს არის დაგეგმილი, სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. 

კომენტარები