გახარიას გამოსვლა პარლამენტში

კალაძე კორუფციასა და "ქართულ-ჯიგრულ პონტზე": პრემიერმა ოპონენტებს შესაბამისი ადგილი მიუჩინა

საქართველოს მთავრობა

"პრემიერმა ოპონენტებს გუშინ შესაბამისი ადგილი მიუჩინა და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა",- ამ რეპლიკით ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას სიტყვებს კორუფციასა და "ქართულ-ჯიგრულ პონტზე".  

27 მაისს, პარლამენტში გამოსვლისას, პრემიერმინისტრ გახარიას ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ პანდემიის დროს მთავრობის მიერ კომპანიებთან სელექციურ მიდგომაზე დაუსვა კითხვა.

კაპანაძემ გიორგი გახარიას ჰკითხა, იყო თუ არა ამაში კორუფციული ინტერესი. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის თავდაპირველ ჩამონათვალში ვერ შევიდნენ კონკრეტული კომპანიები - მაგალითად, სუფთა სახლი, მაშინ როცა, ამ კომპანიის კონკურენტებს მუშაობის უფლება ჰქონდათ. დეპუტატის თქმით, კომპანიების ნაწილი დაზარალდა, რადგან მთავრობას სელექციური მიდგომა ჰქონდა. სერგი კაპანაძემ მაგალითად მოიყვანა მარნეულიდან აგრარული პროდუქტების გატანაზე ერთი კომპანიისთვის ექსკლუზივის მიცემა. ამ კონკრეტულ კითხვაზე გახარიას არ უპასუხია. 

"რა კორუფცია, ხალხო, შეიძლება, ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რაღაცა, მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ" - უპასუხა გახარიამ. 

გიგა ბოკერიას რეპლიკაზე, რომელიც "ქართულ-ჯიგრულ პონტს" ეხებოდა, პრემიერმა თქვა - "ვაიმე, სიტყვაზე დამიჭირეთ, არა?".

კომენტარები