ახალი კორონავირუსი

უნგრეთმა და სლოვენიამ ერთმანეთთან საზღვარი გახსნეს

0 კომენტარი
უნგრეთი

28 მაისს უნგრეთმა და სლოვენიამ კორონავირუსის გამო დაწესებული სასაზღვრო შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღეს.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ამიერიდან უნგრეთისა და სლოვენიის მოქალაქეებს ორ ქვეყანას შორის მოგზაურობა კვლავ შეეძლებათ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ შჟიარტოს განცხადებით, პანდემიის საწინააღმდეგოდ მიღებული თავდაცვითი ზომები ორივე ქვეყანაში წარმატებული აღმოჩნდა:

"ამიერიდან, სლოვენიისა და უნგრეთის მოქალაქეებს ორ ქვეყანას შორის მოგზაურობა ყოველგვარი შეზღუდვისა თუ კარანტინის გარეშე შეეძლებათ".

მისივე თქმით, სხვა ქვეყნებთან ზომების შემსუბუქება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პანდემიას არ გააუარესებს.

უნგრეთში ახალი კორონავირუსის 3 816 შემთხვევა დადასტურდა, სლოვენიაში კი - 1 471. უნგრეთში ახალ ვირუსს 509 პაციენტი ემსხვერპლა, სლოვენიაში - 108.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები