კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ვირუსის გამო ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერები სარისკოა და ნებადართული არ იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე კითხვაზე, ზაფხულში უნდა იყოს თუ არა ჩართული ოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და სხვა დახურულ სივრცეებში კონდიციონერები, იმნაძე ამბობს, რომ ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერები ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით რისკის შემცველია. 

მისივე თქმით, მათი გამოყენება ნებადართული არ იქნება. 

"ის კონდიციონერები, რომელიც ჩვენთან გამოყენება, ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომელიც შიგნით ჰაერს ატრიალებს, მათი გამოყენება ჯერჯერობით არსებული მონაცემებით, მაღალი რიკის შემცველია. გაგვიჭირდება, მიჩვეულები ვართ, მაგრამ ჯერჯერობით მათი გამოყენება ნებადართული არ იქნება", - ამბობს იმნაძე.

მისივე თქმით, თვითმფრინავში კონდინცირება შეიძლება, რადგან მათ სპეციალური ფილტრები აქვთ, რომელიც ვირუსებს აკავებენ. იმნაძის თქმითვე, ასეთი ფილტრები დამონტაჯებულია ლაბორატორიებში და უსაფრთხოების კაბინეტებში.

კომენტარები