Lord of The Rings

LORD OF THE RINGS-ის მსახიობები ჯოშ გადის შოუში გაერთიანდნენ - ვიდეო

მსახიობმა ჯოშ გადმა კარანტინის დროს წამოწყებულ შოუში "Reunited Apart" რამდენიმე ძველი ფილმის მსახიობები გააერთიანა, ახლა კი "Lord of the Rings"-ის ჯერი დადგა.

შემდეგი ეპიზოდის თიზერში ჩანს, რომ ჯოშ გადი რიგრიგობით უკავშირდება საკულტო ტრილოგიის მსახიობებს, საბოლოოდ კი ისინი ერთად იყრიან თავს.

ვიდეოში ელაიჯა ვუდი, შინ ასტინი, ბილი ბოიდი, დომინიკ მონაგანი და ორლანდო ბლუმი ჩანან. ბოლოს კი მათ გენდალფის როლის შემსრულებელი - სერ იან მაკკელენიც უერთდებათ.

ნახეთ თიზერი:

კომენტარები