კორონავირუსი საქართველოში

შსს-ის მომსახურების სააგენტო 1 ივნისიდან ყველა სერვისს განაახლებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების მომსახურების სააგენტოში 1 ივნისიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სერვისი განახლდება.

შსს-ის ცნობით, 31 მაისის დილის 09:00 საათიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ელექტრონულად დაჯავშნონ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის თარიღი. 

"მომსახურების სააგენტო მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით სრულად ითვალისწინებს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად პირბადით გამოცხადდნენ", - წერია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ახალი კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით 2 თვის განმავლობაში შეზღუდულად მუშაობდა. 

კომენტარები