ეუთო

აშშ-ის ელჩი ეუთოში: სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს, ეს საქართველოს ოკუპირებული ნაწილია

0 კომენტარი
ჯეიმს გილმორი

ეუთოში აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს გილმორმა, ვენაში მუდმივმოქმედი საბჭოსადმი მიმართვაში ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ რუსულ დეზინფორმაციაზე ისაუბრა:

"პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო კომენტარს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე წასვლის შესახებ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს. ეს საქართველოს უკუპირებული ნაწილია. ეს ტერიტორია საქართველოს ტერიტორიაა. კომენტარი გაკეთდა სამხრეთ ოსეთის საზღვართან დაკავშირებით. სამხრეთ ოსეთის საზღვარი არ არსებობს. ეს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაა", - თქვა მან.

უკანონო ბორდერიზაცია დაგმო ეუთოში დიდი ბრიტანეთის მისიამაც:

"დღეს ეუთო ხელახლა გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დე-ფაქტო მიერ "ბორდერიზაციის" გაგრძელების გამო. ბრიტანეთი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას აგრძელებს", - წერია მათ განცხადებაში.

ჯეიმს გილმორი ასევე გამოეხმაურა კორონავირუსის პანდემიის პირობებში რუსეთის მხრიდან ლუგარი ცენტრზე გავრცელებულ დეზინფორმაციას:

"აშშ გმობს რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიას კორონავირუსის პანდემიაზე საქართველოს საპასუხო ქმედებების შესახებ, რაც ღია მცდელობაა იმისა, რომ გამოიყენენო ჯანდაცვის კუთხით არსებული სიტუაცია საკუთარი მიზნებისათვის. მოსკოვი კლვავ ავრცელებს ტყუილებს საქართველოს დაფასებული კლვევითი ცენტრების, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და რიჩარდ ლუგარის ცენტრის შესახებ, ამჯერად მიმდინარე სერიოზული პანდემიის დროს.

ნება მომეცით ფარდა ავხადო რუსეთის მცდელობას გამოიყენოს პანდემია საზიანო გავლენების გასაძლიერებლად, ამ შემთხვევაში კვლევითი ცენტრების შესახებ ტყუილების გავრცელებით. სიმართლე ესაა: ლუგარის ცენტრი დაარსდა იმისათვის, რომ გამოევლინა და ებრძოლა ისეთ ეპიდემიებთან, როგორიც COVID-19-ია. ლიმიტირებული კვლევის კანონიერი მეთოდებით, პროაქტიული დაგეგმვით და დაავადებათა მონიტორინგით, სანდო საჯარო გზავნილებით და  ჯანდაცვის უწყების ოფიციალურ პირებთან კოორდინირებული კომუნიკაციით, მან მიაწოდა ინფორმაცია ჯანდაცვის უწყებას საქართველოში და ხელი შეუწყო ადამიანების გადარჩენას. მოსკოვის ეჭვები საბჭომ არ უნდა განიხილოს", - თქვა მან.

რუსეთის საგარეო უწყებამ ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოითხოვა. როგორც აცხადებენ, შესაბამისი ნოტა მათ საქართველოს 2019 წლის ივნისშიც გამოუგზავნეს.

ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობა, უკვე მერამდენედ, მოსკოვის აგრესიული განცხადებების საფუძველია. ლუგარის ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით გასულ პერიოდში არაერთხელ მომზადებულა ყალბი სიუჟეტები რუსეთის სახელმწიფო მედიების მეშვეობით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები