Social Network

კვენტინ ტარანტინო: SOCIAL NETWORK 2010-იანი წლების საუკეთესო ფილმია

ჯესი ეიზენბერგი მარკ ცუკერბერგის როლში.

კვენტინ ტარანტინოს თქმით, დევიდ ფინჩერის ფილმი "Social Network" 2010-იანი წლების საუკეთესო ფილმია.

რეჟისორმა ამის შესახებ გამოცემა Premiere-თან ისაუბრა.

"[საუკეთესო ფილმი] უპირობოდ Social Network არის. ის ნომერ პირველია, იმიტომ რომ საუკეთესოა, ეს არის და ეს! ყველა შეჯიბრში იგებს", - თქვა ტარანტინომ.

მისივე თქმით, ფილმის სცენარისტი, აარონ სორკინი, საუკეთესო აქტიური დიალოგების ავტორია.

კვენტინ ტარანტინო იანვარში ამბობდა, რომ ის 2010-იანი წლების მეორე საუკეთესო ფილმად კრისტოფერ ნოლანის "Dunkirk"-ს განიხილავს.

"Social Network" 2010 წლის ოქტომბერში გამოვიდა. ფილმი Facebook-ის დაარსების ისტორიასა და მის გარშემო წარმოქმნილ სასამართლო დავებს შეეხება. სცენარი ბენ მეზრიჩის წიგნის "The Accidental Billionaires"-ის მიხედვით არის დაწერილი.

ფილმს სამი ოქროს გლობუსის ჯილდო, მათ შორის საუკეთესო ფილმის კატეგორია და ასევე, სამი ოსკარის ჯილდო აქვს მიღებული.

კომენტარები