ჩინეთი

ჩინეთში, იუნანის პროვინციის ჰიდროელექტროსადგურში სავარაუდოდ აფეთქებამ 6 პირი იმსხვერპლა

0 კომენტარი
ფოტო: Global Times

ჩინეთში, იუანანის პროვინციაში, ქალაქ ფუ'არში, სინანძიანგის ჰიდროელექტროსადგურში სავარაუდო აფეთქებამ სულ მცირე ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევის შედეგად მინიმუმ ხუთი პირი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას იუნანის მთავრობა ავრცელებს. შემთხვევა 29 მაისს, ადგილობრივი დროით 11:10 საათზე მოხდა.

სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება.

2019 წლის ივლისში ჩინეთის ცენტრალურ ხენანის პროვინციაში, სანმენსიაში გაზის ქარხანა აფეთქდა. გასული წლის მარტში ჩინეთის აღმოსავლეთ ძიანგსუს პროვინციაში ქიმიური ქარხნის აფეთქებამ 78 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 1 კვირის შემდეგ ამავე პროვინციაში ელექტრონაწილების მწარმოებელი ქარხნის აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. 

გასული წლის ნოემბერში ქალაქ ჭანგძიაქოუში ერთერთ ქარხანაში გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქებამ 24 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 21 დაშავდა. 

2015 წელს კი, ქალაქ თიანძინში ქიმიურ აფეთქებას 165 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები