კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი 11-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების - 24-ით

0 კომენტარი

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 11-ით გაიზარდა. ჯამში 757 ინფიცირებულია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, მათი რაოდენობა 24-ით გაიზარდა და სულ 600-ია. 

მონაცემები სპეციალურ საინფორმაციო ვებგვერდზე StopCov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 250 აქტიური შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსული ინფექციით საქართველოში სულ 12 ადამიანი გარდაიცვალა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები