კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ახალი შემთხვევების რიცხვი არ არის ისეთი, რასაც ვერ მოვერევით და ვერ ვმართავთ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო. გამყრელიძე ასევე განმარტავს, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა არ არის იმდენი, რომ მართვა რთული იყოს. 

"ერთი მხრივ, არ არის არანაირი საშიშროება, მაგრამ მეორეს მხრივ - მეტი სიფრთხილე გვმართებს, რამეთუ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოსალოდნელიც იყო და არის, რომ შემთხვევების რაოდენობამ იმატოს, მაგრამ ეს მატება ყოველთვის არის მართვადი და იქნება მართვადი, მინდა დაგარწმუნოთ," - თქვა გამყრელიძემ.

30 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 757 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 600, გარდაიცვალა 12 ადამიანი.

დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 29 მაისს 8-ით მოიმატა, ხოლო 30 მაისს 11-ით. საქართველოში ამ დროისათვის 145 აქტიური შემთხვევაა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 23 მაისს გაუქმდა. ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. პირველი ივნისიდან იხსნება მაღაზიები და ღია ტიპის რესტორნები. 8 ივნისიდან კი ყველა ტიპის რესტორანი და სასტუმროები.

კომენტარები