კორონავირუსი ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ოკუპირებულ ცხინვალში COVID-19 კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა, სულ დაფიქსირებულია 39 შემთხვევა

cominf

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას "რესი" სანიტარული სამსახურის უფროსის მოადგილეზე, ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს

გაგლოევას ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის სამედიცინო ცენტრში COVID-19-ით ინფიცირებული 8 პაციენტი მკურნალობს. 138 ადამიანი კარანტინშია. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების პირველი სამი შემთხვევა 6 მაისს დადასტურდა. მას შემდეგ, ვირუსი 39 ადამიანს დაუდასტურდა. 10 მაისიდან რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს, გასულ კვირას კი მისი 30 ივნისამდე გაგრძელების შესახებ გამოცხადდა. 

25 მაისიდან კაფეები, რესტორნები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, ბიბლიოთეკები, სასტუმროები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა.  

ახალი კორონავირუსი ოკუპირებულ ტერიტორიებზე - კრიზისის საერთაშორისო ჯგუფის შეფასება - კრიზისის ჯგუფის შეფასება წაიკითხეთ აქ

კომენტარები