კორონავირუსი საქართველოში

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ლაშა კუპრაშვილი

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კლინიკაში სულ 13 პაციენტია მოთავსებული, მათგან COVID-19 5-ს აქვს დადასტურებული.  

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ცნობით, რეანიმაციულ განყოფილებაში 1 ადამიანი მკურნალობს, თერაპიულ მიმართულებაში კი - 12 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 757 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 600 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა. 

კომენტარები