კორონავირუსი მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 6 მილიონს გადააჭარბა

CNN

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 6 მილიონს გადააჭარბა.

30 მაისის მონაცემებით, კორონავირუსი მსოფლიოში სულ 6 088 124 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 2 697 539 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 368 662 - კი გარდაიცვალა. 

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ოფიციალურად აშშ-სა (1 803 476) და ბრაზილიაში (469 510) გამოვლინდა. მესამე ადგილზეა რუსეთი - 396 575.

ამ დროისთვის, მსოფლიოში 3 021 923 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები