ოზურგეთში 6 წლის ბავშვი მდინარეში დამხრჩვალი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გაუჩინარებულ ბავშვს სამართალდამცავები შუადღიდან ეძებდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.