კორონავირუსი

ბელგიის პრინცს COVID-19 დაუდასტურდა

GETTY IMAGES

ბელგიის მეფე ფილიპეს ძმისშვილს, პრინც ხოაკიმს, კორონავირუსი დაუდასტურდა. მას მსუბუქი სიმპტომები აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, პრინცი ხოაკიმი ესპანეთში გამართულ წვეულებაზე დაინფიცირდა. ესპანური მედია წერს, რომ წვეულებაზე, ხალხის სიმრავლის გამო, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები დარღვეული იყო. 

ბელგიის სამეფო სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის პრინცს კორონავირუსი კორდობაში 26 მაისს, წვეულებაზე დასწრების შემდეგ დაუდასტურდა. 

ესპანური გამოცემა, El Pais-ი წერს, რომ წვეულებაზე 27 ადამიანი იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, ყველა მათგანი კარანტინშია. კორდობას პროვინციაში 15 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია. პოლიციამ საქმეზე გამოძიება დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ წვეულების დამსწრეებმა შეკრების წესი დაარღვიეს, მათ 600-დან 10 000 ევრომდე დააჯარიმებენ. 

ბელგიის სამეფო სასახლე არ აკონკრეტებს, თუ რამდენი ადამიანი ესწრებოდა წვეულებას.

კომენტარები