აშშ

NASA-მ და SpaceX-მა კოსმოსში ასტრონავტები გაუშვეს [LIVE]

SpaceX

NASA-მ და SpaceX-მა კოსმოსში ასტრონავტები გაუშვეს.  

ფლორიდიდან, კენედის კოსმოსური ცენტრიდან, ილონ მასკის SpaceX-ით NASA-ს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ასტრონავტები, დუგ ჰარლი და ბობ ბენკენი, აშშ-ის დროით 15:22 წუთზე გაუშვეს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები კერძო კომპანიის მიერ შექმნილი ხომალდით გაემგზავრნენ. 2011 წლის შემდეგ აშშ-დან ასტრონავტები პირველად გაუშვეს.

28 მაისს ასტრონავტების გაშვება 14 წუთით ადრე უამინდობის გამო გადაიდო.

კომენტარები