ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 31 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 26-ით გაიზარდა და ჯამში 783 გახდა.
მისივე ინფორმაციით, კორონავირუსისგან კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში - 605.
ეზუგბაიას თქმით, 18 ახალი შემთხვევა სოფელ მუშევანიდანაა. 4 საკარანტინე სივრციდან, ხოლო კიდევ 4 - უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებია.
"მიუხედავად დადასტურებული შემთხვევების მატებისა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მაინც 77%-ზე მეტია, ჯერჯერობით უპირატესობა გვაქვს"- ამბობს ეზუგბაია.
კოვიდ ცენტრებში 166 პაციენტი მკურნალობს.