თამბაქო

NCDC: თამბაქოს მომხმარებელ COVID-პაციენტებში გართულებები და გარდაცვალება უფრო ხშირია

0 კომენტარი
ფოტო: MSN

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლელა სტურუას თქმით, თამბაქოს მომხმარებლ COVID-პაციენტებში გართულებები და გარდაცვალება უფრო ხშირია, ვიდრე არამწეველ პაციენტებში. 

სტურუა ამბობს, რომ მწეველები მაღალი რისკის მატარებლები არიან და ეს ეხება ელექტრონულ სიგარეტსაც და ჩილიმსაც

"ჩილიმის შემთხვევაში ვითარება კიდევ უფრო გართულებულია, ვინაიდან მოწევა საერთო მილაკიდან ხდება, რაც დაინფიცირების რისკს ზრდის. თუ ადამიანს პირბადე უკეთია, მისი მოხსნა უწევს, რაც ასევე ზრდის რისკს. უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ თამბაქოს მომხმარებლებში გართულებები, ინტენსიური თერაპიის ბლოკებში მოთავსების მაჩვენებელი და ლეტალური შემთხვევების რიცხვი გაცილებით მაღალია, ვიდრე არამწეველ კოვიდ-პაციენტებში",- ამბობს სტურუა.

მისივე ინფორმაციით, კვლევები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში თამბაქოს ეფექტურობაზე მიუთითებს, მცდარი მეთოდოლოგიით ჩატარდა.

"რაც შეეხება ე.წ. ფრანგულ კვლევებს, ისინი მცდარი მეთოდოლოგიით არის ჩატარებული, რის შესახებაც ფრანგი მეცნიერებიც საუბრობენ. მცდარი მეთოდოლოგია გულისხმობს იმას, რომ პაციენტები იყვნენ კლინიკის ექიმები, რომლებშიც მოწევის მაჩვენებელი ისედაც დაბალი იყო. არ იყო განხილული მწვავე და გართულებული შედეგები და ა.შ. რაც ყველაზე მთავარია, კვლევის ერთ-ერთ ძირითად ავტორს აქვს მჭიდრო კავშირი და მრავალწლიანი ურთიერთობა თამბაქოს ინდუსტრიასთან. ამ მცდარი ინფორმაციის გავრცელებამ ძალიან ცუდი შედეგი გამოიღო. სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანებმა გადაწყვიტეს სიგარეტის დიდი რაოდენობით შეძენა. სწორედ ამის აღსაკვეთად საფრანგეთის მთავრობამ ზედმეტი რაოდენობით სიგარეტის გაყიდვა აკრძალა", - ამბობს სტურუა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ნიკოტინი ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედებს უარყოფითად და "მითია, თითქოს ნიკოტინს კორონავირუსისგან დაცვის უნარი აქვს"

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები