ანტიდასავლური განწყობა ეკლესიაში

მეუფე ანტონი მედიას: რა გინდათ, აღმსარებელი ვიყო თქვენი? რა მაქვს სანანებელი?

Primetime

"რა გინდათ, აღმსარებელი ვიყო თქვენი? რა მაქვს სანანებელი?" - უთხრა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს. 

ჟურნალისტებმა სასულიერო პირს იმ ანტიდასავლურ და ჰომოფობიურ პოზიციაზე დაუსვეს კითხვა, რომელიც ამბიონიდან 24 მაისს დააფიქსირა.  

"სამყაროში ადამიანმა რატომ უნდა იცოდეს ყველაფერი? თქვენ შესვით ეს ხალხი ამ იმაზე... მერე უკვე ხალხის მოთხოვნა არის, რომ რაღაც გაღიზიანებული ინფორმაცია მოისმინოს. 

ჯერ ეს ერთი, არის თუ არა სიტყვის თავისუფლება? არის თუ არა დემოკრატია? ჩემი სიტყვა არ არის თავისუფალი და ჩემი არაა დემოკრატია? რა გამოაბით ეს კუდები... [...] თქვენ გეკითხებით, თუკი ასეთია ევროპა, გინდათ? 

თქვენ რა გინდათ ახლა, აღმსარებელი ვიყო თქვენი? რა მაქვს სანანებელი? " - უთხრა მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს. 

მან 24 მაისს ქადაგებისას თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც, მისივე სიტყვებით, ეკლესიას უტევენ და ლგბტ უფლებებს იცავენ, "სულდგმულობენ ევრო დაფინანსებით". 

"ლგბტ და მთელი ეს ლიბერალური მოქმედება არის პიროვნების თავისუფლება უმრავლესობის აზრის გაუთვალისწინებლობის გარეშე. ე.ი ლგბტ-ს აქვს ფუნდამენტალური უფლება და უმრავლესობას არ აქვს ფუნდამენტალური უფლება. მე ძალიან მაეჭვებს მათი მოქმედებები...

[...] და ახლა მებადება ეჭვი, ხომ არ გადავხედოთ ჩვენს არჩევანს, როცა ჩვენ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა..." - თქვა მან. 

მეუფე ანტონის თქმით, სინოდში დასვამს საკითხს, ხომ არ მოიწვიონ რეფერენდუმი და ხალხს ჰკითხონ, უნდათ თუ არა ევროპა.

კომენტარები