ილია II

სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭომ ილია II-ს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

0 კომენტარი
ფოტო: ტვ.პირველი

სასულიერო აკადემიის და სემინარიის სამეცნიერო საბჭომ ილია II-ს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

საბჭოს სხდომა 29 მაისს გაიმართა.

სემინარიის და აკადემიის გავრცელებული განცხადების მიხედვით, საბჭოს სხდომას სასწავლებლის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ხელმძღვანელობდა.

სწორედ ის წარსდგა საბჭოს წევრთა წინაშე წინადადებით, დაემტკიცებინათ საპატიო დოქტორის მინიჭების წესი და ამ წოდების მისანიჭებლად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II წარედგინათ.

საბჭო რექტორის ინიციატივას ერთხმად დაეთანხმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები