ესპანეთში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას 21 ივნისამდე აპირებენ

NACHO DOCE

ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა, განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 15 დღით უნდა გახანგრძლივდეს, რათა "პანდემია ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს".

პრემეირმინისტრი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას პარლამენტს სთხოვს

21 ივნისს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უნდა მოიხსნას, რის შედეგად მოქალაქეებს რეგიონებში გადაადგილება თავისუფლად შეეძლებათ.

1-ლი ივლისიდან კი ესპანელებს მთელ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილება შეეძლებათ. 

ესპანეთში ახალი კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა 14 მარტს შემოიღეს.

ესპანეთში ახალი კორონავირუსის გავრცელება შემცირებულია. გასულ 24 საათში ქვეყანაში ახალი ვირუსი 271 ადამიანს დაუდასტურდა, ჯამში - ვირუსით ინფიცირების 239 228 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 4 პაციენტი, სულ - 27 125.

ესპანეთის ჯანდაცვის წარმომადგენლის თქმით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებას აკონტროლებენ.

კომენტარები