აშშ

ტრამპი: აშშ ანტიფას ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს

დონალდ ტრამპი
aa.com

31 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თავის Twitter-ის გვერდზე დაწერა, რომ აშშ ანტიფას ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს.

"ამერიკის შეერთებული შტატები ანტიფას ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს," - წერს პრეზიდენტი Twitter-ზე.

ანტიფა (ANTIFA) არის მემარცხენე იდეოლოგიის მქონე, როგორც თავად ირწმუნებიან, "ანტფაშისტური" მოძრაობა, რომლის წარმომადგენლებსაც თავიანთი პოლიტიკური მიზნების მიღწევა, ძირითადად, მემარჯვენეების წინააღმდეგ, სხვადასხვა ძალადობრივი ხერხით სურთ, მათ შორის, საკუთრების დაზიანებით, ფიზიკური ძალადობით, შევიწროებით. ამავდროულად, მათი სამიზნე მხოლოდ მემარჯვენეები არ არიან.

ანტიფას წარმომადგენელები კაპიტალიზმის მოწინააღმდეგეები არიან. ისინი ძირითადად თავიანთ თავებს ანარქისტებს ან სოციალისტებს მიაკუთვნებენ. არეულობის მოწყობის დროს მათ ხშირად შავი ფერის ტანსაცმელი აცვიათ.

თავდაპირველად ანტიფა XX საუკუნეში გერმანიაში მეორე მსოფლიო ომამდე დაარსდა, როგორც ანტიფაშისტური მოძრაობა.

გასულ წლებში ანტიფა არაერთხელ დაემუქრა და ძალადობრივად თავს დაესხა ჟურნალისტებს. ისინი ავრცელებენ მესიჯებს, რითაც პოლიციელების მოკვლას ითხოვენ და ა.შ.

გასული წლის ივნისში ანტიფას წევრი თავს დაესხა პორტლენდელ დამოუკიდებელ ჟურნალისტს, როდესაც ის ანტიფასა და ულტრამემარჯვებნე ჯგუფს შორის დაპირისპირებას აშუქებდა. 

ანტიფას წევრები 2019 წელს ჟურნალისტ ბრენდონ ბრაუნს თავს დაესხნენ და გაქურდეს ის. თებერვალში მას ხელახლა, ამჯერად, წიწაკის სპრეით თავს დაესხნენ.

2017 წლის თებერვალში ისინი მონაწილეობას იღებდნენ ბერკლის აქციებში, სადაც მემარჯვენეების წინაღმდეგ მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ, ფანჯრებს ამსხვრევდნენ. მათმა ქმედებებმა დაახლოებით 100 000 აშშ დოლარის ზიანი გამოიწვია

2017 წელს ისინი დიდი ოცეულის შეკრებას აპროტესტებდნენ. შეტაკებების შედეგად 213 პოლიციელი დაშავდა. მათი ვანდალური ქმედებების გამო მილიონობით ღირებულების საკუთრება დაზიანდა. ანტიფას ანარქისტების მესიჯი იყო - "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში".

ამავე წლის აგვისტოში ანტიფას დაახლოებით 100 წარმომადგენელი მემარჯვენეებს და ტრამპის მომხრეებს, რომელებიც მსვლელობას "უარი უთხარი მარქსიზმს" ესწრებოდნენ. ანტიფას წევრებმა მათ მოუწოდეს, რომ არ გადაეღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ კამერებს დამტვრევით დაემუქრნენ. უსაფრთხოების რისკების გამო აქცია გაუქმდა.

შეგახსენებთ, რომ 30 მაისს აშშ-ის სულ მცირე 30 ქალაქში, არეულობაში გადაზრდილი საპროტესტო აქციების გამო, კომენდანტის საათი გამოცხადდა.  

მშვიდობიანი აქციები, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს მოჰყვა, ზოგ ქალაქში ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა - დემონსტრანტებმა ავტომობილები, შენობები გადაწვეს. სპეცრაზმმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. 

30 მაისს მინეაპოლისში ყოფილ პოლიციელს, დერეკ შოვინს, 46 წლის აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, მკვლელობის საქმეზე ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობისთვის წარუდგინეს. ფლოიდის ოჯახმა და ადვოკატმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას მიესალმებიან, თუმცა ის დაგვიანებულია. ოჯახი პოლიციელისთვის პირველი ხარისხის მკვლელობისთვის ბრალის წარგენას და შემთხვევაში მონაწილე დანარჩენი სამი პოლიციელის დაკავებას ითხოვს.

ჯორჯ ფლოიდს ყალბი ფულის გამოყენების გამო აკავებდნენ. პოლიციამ განაცხადა, რომ მან დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა სცადა და სამედიცინო დახმარება სჭრიდებოდა. გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დაკავების პირველი წუთები არ ჩანს, თუმცა ასახულია, როგორ წევს მიწაზე დაკავებული. მას ხელბორკილები ადევს, თუმცა, ამის მიუხედავად, პოლიციელი მუხლით კისერზე აწვება. ისმის კაცის ხმა "ვერ ვსუნთქავ, არ მომკლათ".

კომენტარები