კორონავირუსი სომხეთში

სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

Reuters

სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაცია მან ფეისბუქით თავად გაავრცელა.

ფაშინიანის თქმით, ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ინფიცირებულები არიან მისი ოჯახის წევრებიც.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 9282-ს მიაღწია. დაიღუპა 131 ადამიანი, ასევე, ინფიცირებული 50 პაციენტი სხვა მიზეზით გარდაიცვალა.

საქართველოს სომხეთთან საზღვარი ჩაკეტილი აქვს.

მარტში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ ერევანში მდებარე ერთ-ერთი სპორტული დარბაზი საველე საავადმყოფოდ არის გადაკეთებული. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა თქვა, რომ სომხეთის საავადმყოფოები 3 000-დან 4 000-მდე ინფიცირებულს გაუმკლავდებიან. ამის გამო მათ მიდგომა შეცვალეს და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს სახლებში მკურნალობისაკენ მოუწოდებენ.

20 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობას მოუწოდა, სერიოზულად მოეკიდონ კორონავირუსს, რადგან ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები იზრდება.

კომენტარები