კორონავირუსი საქართველოში

სოლოღაშვილი: ბოჭორიშვილში მყოფი 11 ახალი პაციენტიდან 7 საბურთალოს კლასტერიდანაა, 4 - ბოლნისიდან

ტვ. პირველი

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით კლინიკაში მყოფი 11 ახალი პაციენტიდან 7 ე.წ საბურთალოს კლასტერიდან, 4 კი ბოლნისიდანაა. მისივე თქმით, ერთი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. 

სოლოღაშვილის თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 43 პაციენტია. აქედან 29 პაციენტს აქვს დადასტურებული კორონავირუსი. 18 წლამდე ასაკის არის 7 პაციენტი.

მისივე ინფორმაციით, 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ხოლო 3 ახალი პაციენტი კვლევაში ჩართვას ელოდება. 

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 11-ით გაიზარდა და ჯამში 794 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 19-ით გაიზარდა და სულ 624-ია. 

კომენტარები