ამინდის პროგნოზი

ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი - როგორი ამინდი იქნება 6 ივნისამდე

0 კომენტარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-5 ივნისს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

3-4 ივნისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 3 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან და 4 ივნისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი იქნება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები