ლეგენდარული ამერიკელი მსახიობის მერილინ მონროს დაბადებიდან 94 წელი გავიდა.
მონროს კარიერა 40-იან წლებში დაიწყი. მომავალი სექს სიმბოლო სამოდელო სააგენტოებში მუშაობდა და ფილმებში ეპიზოდურ როლებს ასრულებდა. მსახიობმა პირველი დასამახსოვრებელი პერსონაჟი 1950 წლის სურათში All About Eve შეასრულა. 50-იანი წლების მიწურულს მონრო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ჰოლივუდის მსახიობი გახდა. არის დავიდ დი დონატელოს და ოქროს გლობუსის მფლობელი. მისმა სტილმა უდიდესი გავლენა მოახდინა პოპ კულტურასა და მოდაზე. მონრო დღემდე მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ადამიანია.
1962 წელს, 36 წლის მერილინ მონრო საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით ვარსკვლავმა ანტიდეპრესანტების ზედოზირებით თავი მოიკლა.
წარმოგიდგენთ მერილინ მონროს კადრს მიღმა.