ევროპის ჩემპიონატი

ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრმა ნინო ბაციაშვილმა, სწრაფ ჭადრაკში გამართულ ევროპის ონლაინ ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი აჩვენა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

განათლების სამინისტროს ცნობით, ბაციაშვილმა ორი სათამაშო დღის განმავლობაში 16 შესაძლებლიდან, 10 ქულა დააგროვა და ჩემპიონი გახდა.

ევროპის პირველი ონლაინ ჩემპიონატი 16-31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. საქართველოდან ევროპის ჩემპიონატის სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეობა მიიღო 70-მდე მოჭადრაკემ. ყველა ტურნირი ვირტუალურ ონლაინ პლატფორმაზე გაიმართა.

კომენტარები