კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში Covid 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების - ათით

CNN

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა. ჯამში, ქვეყანას 796 ინფიცირებული ჰყავს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 10-ით გაიზარდა და 634 გახდა. 

მონაცემები მთავრობის საინფორმაციო ვებგვერდზე - StopCov.ge - რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 150 აქტიური შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსული ინფექციით საქართველოში სულ 12 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები