სპაიკ ლი

სპაიკ ლი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას ვიდეოთი გამოეხმაურა

0 კომენტარი
ფოტო: Times Famous

ამერიკელი რეჟისორი სპაიკ ლი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას ვიდეოთი გამოეხმაურა. 

ვიდეო ჯორჯ ფლოიდის, ერიკ გარნერის და რედიო რაჰიმის დაკავების სცენებით არის აწყობილი.

ჯორჯ ფლოიდი 46 წლის აფროამერიკელია, რომელიც 25 მაისს მინიაპოლისის პოლიციამ დაკავებისას მოკლა. ინციდენტს აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოყვა.

კიდევ ერთმა აფროამერიკელმა, 43 წლის ერიკ გარნერმა 2014 წელს ნიუ-იორკის პოლიციას დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია. ერთ-ერთმი პოლიციელმა მისი დახრჩობა დაიწყო, ბრალდებულმა გონება დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, როგორც აღმოჩნდა გარნერს ბრონქიალური ასთმა ჰქონდა. დამნაშავე პოლიციელები არ დააპატიმრეს, რასაც ნიუ-იორკში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

რედიო რაჰიმი სპაიკ ლის ფილმის Do The Right Thing პერსონაჟია, რომელსაც პოლიცია დაკავებისას კლავს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები