ეკონომიკა

საქართველოში ინვესტიციები 19%-ით შემცირდება, გზავნილები 15%-ით - IMF-ის პროგნოზი

საერთასორისო სავალუტო ფონდი
Reuters

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთან მიმართებით განახლებული პროგნოზი წარმოადგინა.

ფონდის ვარაუდით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება, თუმცა დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ რისკები და ბაზრებზე არსებული გაურკვევლობა კვლავ მაღალ ნიშნულზეა და ეს პროგნოზი, შესაძლოა, გადაიხედოს. 

პროგნოზში ასევე საუბარია ურყოფით საგადასახადო ბალანსზე, რომელიც 2020-21 წლებში ფონდის ვარაუდით 1.8 მილიარდ დოლარს გაუტოლდება. 

ამავე დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2019 წელთან შედარებით 19%-ით შემცირდება, ხოლო ფულადი გზავნილები - 15%-ით. 

ფონდის პროგნოზი საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მიმართ შემდეგნაირად გმაოიყურება:

  • პროდუქციის ექსპორტი — -24.2% კლება;
  • პროდუქციის იმპორტი — -21.1% კლება;
  • სერვისების ექსპორტი — -55.7% კლება;
  • სერვისების იმპორტი — -60% კლება.

კომენტარები