კორონავირუსი სომხეთში

ბოლო 24 საათში სომხეთში COVID 19-ით ყველაზე მეტი - 19 ადამიანი დაიღუპა

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დადასტურდა.

გასულ 24 საათში ვირუსულ ინფექციას 19 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, ჯამში კორონავირუსით გარდაცლილთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა. აღირიცხა ინფიცირიები 517 ახალი შემთხვევა. ამ დროისთვის სომხეთში სულ COVID 19-ით სულ 10 009 პირი დაინფიცირდა, აქედან 3 427 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 1 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფრომაცია მან თავად, საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა. ინფიცირებულები არიან ფაშინიანის მისი ოჯახის წევრებიც.

ცნობისთვის, საქართველოს სომხეთთან საზღვარი ჩაკეტილი აქვს.

მარტში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ ერევანში მდებარე ერთერთი სპორტული დარბაზი საველე საავადმყოფოდ არის გადაკეთებული. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა თქვა, რომ სომხეთის საავადმყოფოები 3 000-დან 4 000-მდე ინფიცირებულს გაუმკლავდებიან. ამის გამო მათ მიდგომა შეცვალეს და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს სახლებში მკურნალობისაკენ მოუწოდებენ.

კომენტარები