ნიკოლას ვინდინგ რეფნი

ნიკოლას ვინდინგ რეფნი: რას ვუყუროთ თვითიზოლაციაში

Deadline

დანიელმა რეჟისორმა ნიკოლას ვინდინგ რეფნმა გამომცემლობასთან The Guardian თვითიზოლაციაში გატარებულ დროზე ისაუბრა. 

დრაივის შემქმნელი ძირითადად ახალ ამბებს ეცნობა. როდესაც ფილმის ნახვა მოუნდება საკუთარ საიტზე byNWR.com შედის და ნაკლებად ცნობილი ფილმებით ირთობს თავს. ინტერვიუში მან მკითხველებს ოთხი სურათი ურჩია.

Guilty Bystander

"ნუარის ჟანრი მრავალ ბრწყინვალე ფილმს მოიცავს. ჩემი აზრით ჯოზეფ ლერნერის Guilty Bystander ნამდვილი მარგალიტია, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის ნაკლებად არის ცნობილი. ფირის ორიგინალი ნეგატივი დაიკარგა და მხოლოდ სატელევიზიო არხზე ჩაწერილი ასლი იყო შემორჩენილი. ასე იყო მანამ, სანამ ჩემმა გუნდმა ბრიტანეთის კინოინსტიტუტში შემთხვევით ფირი იპოვა, რომელიც სურათის აღდგენაში დაგვეხმარა. გაფუჭებული კასეტა კინემატოგრაფიულ ოქროდ ვაქციეთ."

Stark Fear

"კიდევ ერთი გამორჩეული ნუარი ჩემს სიაში - ნედ ჰოკმანის Stark Fear. გარკვეულ ლოკაციაზე გადაღებულ ფილმებს ამერიკის კინემატოგრაფში განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. სურათის სიუჟეტი ოკლაჰომაში ვითარდება, მსახიობი ბევერლი გარლენდი მარტოხელა ქალს თამაშობს, რომელიც ქმრის გაუჩინარების საიდუმლოს ამოხსნას ცდილობს. ერთმნიშვლოვნად უკომპრომისო ფილმი." 

House on Bare Mountain

"ნებისმიერი რეჟისორის ცხოვრებაში დგება მომენტი როდესაც გიჩნდება შეკითხვა "რა არის კინო?". ჩემი პასუხია - House on Bare Mountain. ფილმი ხალხით გავსებულ ეკლესიაში გაშვებულ ფოიერვერკს მაგონებს. ფრანკენშტეინი, ადამიანი-მგელი და დრაკულა გოგონების სკოლაში შეიჭრებიან და ნამდვილ ჯოჯოხეთს მოაწყობენ. სურათი იაფფასიან ფრანგულ კომედიას გაგონებთ, მაგრამ ბრჭყვიალა საფარის ქვეშ ნამდვილი დამოუკიდებელი კინოს სული იმალება. ფილმი ძველი ჰოლივუდის ესთეტიკას, კომიქსებს, მონსტრებს, სექსუალური რევოლუციის საწყის ნიშნებს და კიდევ ბევრ რამეს მოიცავს."

If Footmen Tire You What Will Horses Do?

"ზოგჯერ ვხვდებით რომ წარსული მომავლის გაანალიზებაში გვეხმარება. If Footmen Tire You What Will Horses Do? ქრისტიანული პროპაგანდის ნათელი მაგალითია, 1971 წელს გადაღებული ფილმის შექმნაში მისისიპის ბაპტისტური ეკლესიის წინამძღოლებმა ესტას პარკლმა და რონ ორმონდმა მიიღეს მონაწილეობა. სულისშემძვრელ სურათში ამერიკა კომუნისტების შემოსევისგან იგერიებს თავს. ფინალურ სცენაში პარკლის მონოლოგმა შეიძლება ცოდვების მონანიებისკენაც კი გიბიძგოთ." 

კომენტარები