ლარის კურსი

ლარი დოლართან 4 თეთრით, ევროსთან 2.60 თეთრით გამყარდა

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2 ივნისის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კვლავ გამყარდა.

აშშ დოლართან გამყარებამ 4 თეთრი შეადგინა, ხოლო ევროსთან - 2.60 თეთრი.

ამრიგად, ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.0772 ლარი გახდა, ერთი ევროსი კი - 3.4626 ლარი.

ლარი ლირასა და ბრიტანულ ფუნტთანაც გამყარდა.

უკვე მეორე დღეა, რაც ლარი მკვეთრად მყარდება. გუშინ, 1 ივნისს ლარი დოლართან 5.89 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 7.40 თეთრით.

კომენტარები