თურქეთი

თურქეთში სამედიცინო მომსახურების მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ

0 კომენტარი

თურქეთში სამედიცინო მომსახურების მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

"თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად, მოქალაქეებმა და მათმა თანხმლებმა პირებმა, თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს - "USHAŞ" მიერ გაცემული ნებართვის მიღების შემდეგ, საჭიროა, რომ აიღონ მიზნობრივი (სამკურნალო) ვიზა, რისთვისაც უნდა მიმართონ თბილისში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურს ან ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოს", - წერია საელჩოს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთანაა დაკავშირებული. ცნობისთვის, საქართველოსა და თურქეთს შორის ავიამიმოსვლა, COVID 19-ის გამო, 21 მარტიდან შეწყდა. 18 მარტს საქართველომ სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოსვლა აკრძალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები