საპატრიარქო

მეუფე ანტონი ეპარქიის მაცხოვრებლების ბრალდებაზე: რამდენ გლეხს, გაუნათლებელს თავში მოუვა...

0 კომენტარი
ფოტო: Primetime

"რამდენ გლეხს, რამდენ მუშას, მაპატიეთ და გაუნათლებელ ადამიანს თავში მოუვა, რომ ეს ორიგინალია..." - ასე პასუხობს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია მისი ეპარქიის იმ მაცხოვრებლებს, რომლებიც მას სიწმინდეების მითვისებაში ადანაშაულებენ. 

მთავარი არხისთვის მიცემულ კომენტარებში სოფელ ქვემო ზეგანის მოსახლეობა მიტროპოლიტს წმინდა გიორგის ნეკა თითის ნაწილისა და ხატის ძვირფასი ხატის მითვისებაში ადანაშაულებს. სოფლის მოსახლეობის თქმით, მღვდელმთავარმა სიწმინდეები თავის რეზიდენციაში წაიღო, ხოლო მას შემდეგ, რაც მას სოფელი აუჯანყდა, მას რეზიდენციიდან სიწმინდეების დაბრუნება დასჭირდა.

სოფლის მოსახლეობა ეჭვობს, რომ დაბრუნებული სიწმინდეები ორიგინალი არ არის და მიტროპოლიტმა მხოლოდ ასლი დააბრუნება. რაც შეეხება მიტროპოლიტ ანტონის პასუხს, ის ასევე მთავარ არხთან საუბარში უარყოფს ბრალდებებს და ამბობს, რომ მას სიწმინდეების რესტავრირება სურდა, რესტავრაციის შემდეგ კი ისინი უკან დააბრუნა. 

"ა იციან, რომ ორიგინალი იყო? რამე საბუთი აქვთ, რომ ორიგინალი იყო, თუ თავიანთ თავში იყო ორიგინალი? გავუკეთეთ რესტავრაცია და დაიწყეს, ეს არ იყო ჩემი ხატი, ჩემი ხატი ოქროში იყოო და დაიწყეს მერე... არ ვიცი, საიდან რა მოაქვთ. ვინაა ორიგინალი, რას ნიშნავს. თვიტონ წმინდა გიორგიმ დაიხატა თავისი თავი? რამდენ გლეხს, რამედნ მუშას თავში მოუვა, მაპატიეთ და გაუნათლებელ ადამიანს, რომ ეს ორიგინალია... რასთან შეამოწმა ეს ორიგინალი?" - ამბობს მიტროპოლიტი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები