კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე მე-13 გარდაცვლილზე: 76 წლის კაცს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა

იმედი

ახალი კორონავირუსით საქართველოში მე-13 პაციენტი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილი სოფელ მუშევანიდან იყო.

"გარდაიცვალა 76 წლის მამაკაცი. ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სწორედ იმ სოფლიდან არის, სადაც ყველაზე მეტი დაზიანება გვაქვს. სამწუხაროდ, ეს იყო მძიმე ავადმყოფი, მძიმე თანმხლები დაავადებებით და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ხელოვნურ ვენტილაციაზე",- თქვა გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

გარდაცვლილი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 800 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 634 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 კი - გარდაიცვალა. 

კომენტარები